დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 347/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 135, 21/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.035.016007 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №347/ნ
2010 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში (სსმ III, 20.05.2010, №56, მუხ. 878) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ (დანართი №1) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გრაფაში – „მ.შ დახმარების სახით მიღებული“ უნდა აღინიშნოს იმ საგნების რაოდენობა, რომლებიც ოჯახისათვის სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო სამართლის იურიდიული პირის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ერთობლივად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების ან ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების ან/და მათი წარმომადგენლობების მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უსასყიდლო სარგებლობის ფორმებით ან საკუთრებაში არის გადაცემული, ან პირდაპირი მიყიდვის გზით ოჯახის მიერ შესყიდულია სიმბოლურ ფასად, აგრეთვე ჯილდოს სახით მიღებული ხანგრძლივი მოხმარების საგნები, რომელთა გადაცემა ოჯახისათვის დასტურდება დოკუმენტურად“.
2. „ოჯახის დეკლარაციის“ ფორმა (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ურუშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები