აქციონერთა საერთო კრების შესახებ

  • Word
აქციონერთა საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10-09/19
დოკუმენტის მიმღები ს.ს."ელექტრომშენი ქუთაისი"
მიღების თარიღი 19/10/2010
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 77, 22/10/2010
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
10-09/19
19/10/2010
სსმ, 77, 22/10/2010
აქციონერთა საერთო კრების შესახებ
ს.ს."ელექტრომშენი ქუთაისი"

სააქციო საზოგადოება „ელექტრომშენი ქუთაისისაქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 სააქციო საზოგადოება ელექტრომშენი ქუთაისისსამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2010 წლის          12 ნოემბერს, დღის 17 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. 3

   სს ელექტრომშენი ქუთაისის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2010 წლის 19 ოქტომბერი.

 

დღის წესრიგი:

1. 5%-ზე მეტ აქციათა მფლობელი აქციონერის 2010 წლის 13 აგვისტოს განცხადებით მოთხოვნილი საკითხების განხილვა;

2. სხვადასხვა.

  დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ელექტრომშენი ქუთაისის“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.

  კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:

  _ ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2010 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით.            

  აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „ელექტრომშენი ქუთაისის“ რეგისტრატორთან სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რე-გისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 74ა, ტელ.: 22-53-51, 25-15-60.  

სს „ელექტრომშენი ქუთაისის დირექცია