დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 364 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 79, 29/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400.010.010.08. |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №364
2009 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
„წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №79, მუხ. 855) შეტანილ იქნეს sცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების (24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის) და ენერგოსექტორის დარეგულირების პროცესის ხელშეწყობის, აღნიშნულ სფეროებში პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი უწყებების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შეიქმნას წყალ-მომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისია (შემდეგში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ნიკა გილაური – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე
გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი
ლაშა გოცირიძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი
მარიამ ვალიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე
სულხან ზუმბურიძე – შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველი, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე
ირაკლი კვაშილავა – სსიპ – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე
დავით კობერიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) მრჩეველი, კომისიის მდივანი
ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი
ლაშა ჟვანია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი
გურამ ჩალაგაშვილი – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე
გიორგი ხაჩიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ზურაბ ჯანჯღავა – შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი.”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები