„სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 აგვისტოს №148 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 აგვისტოს №148 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 166
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 119, 04/09/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.10.003.000.550
  • Word
166
26/08/2006
სსმ, 119, 04/09/2006
430.030.000.10.003.000.550
„სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 აგვისტოს №148 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №166

2006 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

„სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 აგვისტოს №148 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 აგვისტოს №148 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წელი, №103, მუხლი 1391) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დადგენილებას დაემატოს 23, 24 და 25 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„23. დამტკიცდეს პროფესიული მომზადების მაძიებელი მოქალაქის ანკეტის ფორმა (დანართი №3).

24. დამტკიცდეს პროგრამის ბენეფიციარსა და მეწარმე სუბიექტს შორის გასაფორმებელი შეთანხმების სტანდარტული ფორმა (დანართი №4).

25. დამტკიცდეს პროგრამის ბენეფიციართა ,,პროფესიული მომზადების დღიური“ (დანართი №5).“;

ბ) ,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი:

„11. მოქალაქეს, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში“ პროფესიის დაუფლების, კვალიფიკაციის ამაღლების ან/და პროფესიული უნარ- ჩვევების გამომუშავების მიზნით, უფლება აქვს მიმართოს სააგენტოს შესაბამის პროფესიული მომზადების სარეგისტრაციო ცენტრს და შეავსოს პროფესიული მომზადების მაძიებელი მოქალაქის ანკეტა“. შევსებული ანკეტის წარდგენისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.“;

გ) ,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს ამ პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას.“;

დ) სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტო პროგრამის ბენეფიციარებს სტიპენდიას გადაუხდის დადგენილი ფორმით მეწარმე სუბიექტის მიერ სტაჟირების გავლის ყოველთვიური დადასტურების საფუძველზე. დადასტურებას წარმოადგენს პროგრამის ბენეფიციარის პროფესიული მომზადების დღიურში“ მეწარმე სუბიექტის ხელმოწერა და ბეჭედი (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში).“;

ე) ,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 41 პუნქტი:

„41. პროგრამის ბენეფიციარსა და მეწარმე სუბიექტს შორის სამუშაო ადგილზე პროფესიული მომზადების შესახებ ფორმდება დადგენილი ფორმის შეთანხმება. შეთანხმების გაფორმების შემდეგ პირველ თვეს გასაცემი სტიპენდიის 50 პროცენტი (სამოცდათხუთმეტი ლარი) პროგრამის ბენეფიციარს მიეცემა წინასწარ.“.

2. სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შესასრულებლად პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო მომსახურების, საქონლის ან/და სამუშაოების შესყიდვა უზრუნველყოს ერთ პირთან მოლაპარაკებით.

3. დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 4 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი