დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ“ გაერთიანებულ კონვენციასთან შეერთების თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 363 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 79, 29/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.380.010.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №363
2009 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
„გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ“ გაერთიანებულ კონვენციასთან შეერთების თაობაზე
1. საქართველო შეუერთდეს ქ. ვენაში 1997 წლის 5 სექტემბრის გაერთიანებულ კონვენციას „გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციასთან შეერთების შესახებ;
ბ) შეატყობინოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორს (დეპოზიტარს) ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციასთან შეერთებისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები