დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 312 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 12/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.610.000.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №312
2009 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. ბაქოში 2009 წლის 20 მაისს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები