,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 300
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 03/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 69, 08/06/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010.240.080.08.
  • Word
300
03/06/2009
სსმ, 69, 08/06/2009
010.240.080.08.
,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №300

2009 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1997 წ., №2, გვ. 41) დამტკიცებულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის 3.3. პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3.3.11. ქვეპუნქტი:

,,3.3.11. ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ობიექტების მშენებლობისათვის ჩასატარებელი და ჩატარებული საპროექტო-სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესახებ. ცნობები მშენებლობის დროს გამოყენებული ტექნიკური საშუალებების, სამშენებლო-სარემონტო მასალისა და ძალების შესახებ. ცნობები ობიექტების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემებისა და რეჟიმის შესახებ;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი