შპს "3 მ ჯორჯია ავტოსერვისი"-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ

  • Word
შპს "3 მ ჯორჯია ავტოსერვისი"-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/9905-10
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 18/10/2010
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 77, 22/10/2010
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/9905-10
18/10/2010
სსმ, 77, 22/10/2010
შპს "3 მ ჯორჯია ავტოსერვისი"-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით:

1. შპს ,,3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

2. მეურვედ დაინიშოს ვახტანგ კეკელიძე – მცხოვრები: ქ. თბილისი, ვაშლიჯვარი, კორპ. 14-ვ, ბინა 35 (პირადი ნომერი 01019008731).

3. აეკრძალოს შპს ,,3 მ ჯორჯია ავტოსერვისს” ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში –  სასამართლოს თანხმობის გარეშე.

4. შეჩერდეს შპს ,,3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ მიმართ იძულებითი აღსრულება.

5. გმარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია: შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან; დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ  გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

6. განემარტოს შპს ,,3 მ ჯორჯია ავტოსერვისს”, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

7. განემარტო კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების  „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს თავისი მოთხოვნები შპს ,,3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.

8. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნს 2010 წლის 30 ნოემბერს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. 6, დარბაზი 20).

9. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, „გაზეთ 24 საათში“, გაზეთ სიტყვა და საქმეში და  სასამართლოს დაფაზე.

10. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 მოსამართლე                                                                                                        ე. ცისკარიძე