დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის № 406 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 298 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 68, 03/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.210.040.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №298
2009 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის № 406 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., №93, მუხ. 993) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატება და დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ პუნქტი:
„ვ1) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირებით, სტიქიური მოვლენების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათი უარყოფითი შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა ხელშეწყობის უზრუნველყოფა.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები