დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 838 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 18/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 134, 19/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.08.002.016034 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №838
2010 წლი ს 18 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით (სსმ III, 2008 წ., №161, მუხ. 1623) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-11 მუხლის „თ“ ქვე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწ იფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი; “;
ბ) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვე პუნქტი:
„ო) ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტი;‘‘;
გ) 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21
არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწ იფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებ ში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის კოორდინაცია;
ბ) საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებული და/ან საქართველოს სახელმწიფოს მიერ ინიცირებული დავის მორიგებით დასრულების მიზნით, დავის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოწინააღმდეგე მხარესთან ან მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გამართვა;
გ) ამ მუხლის „ბ“ ქვე პუნქტში მითითებული მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში მორიგების ხელშეკრულებ ების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება, ან/და ასეთი ხელშეკრულებების გაფორმება;
დ) არბიტრაჟებისა დ ა უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების ანულირების/გასაჩივრების შესაძლებლობის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
ე) არბიტრაჟებისა დ ა უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების კოორდინაცია;
ვ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება, არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება.‘‘;
დ) 22-ე მუხლის „ა“ და „ბ “ ქვე პუნქტები ამოღებულ იქნე ს;
ე) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:
„მუხლი 221
ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნის გაცემა ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის თაობაზე;
ბ) ადმინისტრაციული ხასიათის საგრანტო ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სასესხო და სხვა ხასიათის იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რომელთა ღირებულება აღემატება ერთ მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
დ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
ე) სახელმწიფო ვალის აღების და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება);
ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე წინადადებების შემუშავება, სამართლებრივი დასკვნის მომზადება საერთაშორისო ხელშეკრულებების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის, აგრეთვე მათი სავალდებულოდ აღიარების, მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი შედეგების შესახებ;
ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების , მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 20 ოქტომბრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები