დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-163 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 135, 21/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340030000.22.032.016002 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-163
2010 წლის 18 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. „ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებით (სსმ III, №109, 16.09.2005 წ., მუხლი 1206) დამტკიცებულ ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და გაცემის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ერთიანი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატები არის 11 სახის და გაიცემა:
ა) საქართველოდან ექსპორტირებულ საკლავ, სანაშენე და სხვა ცხოველებზე, ფრინველზე, ფუტკარზე და ამანათ ნაყარზე (ფუტკრის ხელოვნურად შექმნილი ახალი ოჯახი) (დანართი №4);
ბ) საქართველოდან ექსპორტირებულ შინაური და გარეული ცხოველების ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (დანართი №5);
გ) საქართველოდან ექსპორტირებულ რძესა და რძის პროდუქტებზე (დანართი №6);
დ) საქართველოდან ექსპორტირებულ ცხოველური წარმოშობის ნედლეულზე (დანართი №7);
ე) საქართველოდან ექსპორტირებულ სანაშენე მასალაზე (მწარმოებლის სპერმაზე, ემბრიონებზე, საინკუბაციო კვერცხზე, ქვირითზე და ა.შ) (დანართი №8);
ვ) საქართველოდან ექსპორტირებულ მეცხოველეობისათვის განკუთვნილ მარცვალსა და მემცენარეობის სხვა პროდუქტებზე (დანართი №9);
ზ) საქართველოდან თურქეთში გასაგზავნი ძუძუმწოვარი ცხოველების ახალ და გაყინულ ტყავსა და ტყავნედლეულზე (დანართი №10);
თ) საქართველოდან ექსპორტირებულ თევზზე, ზღვის პროდუქტებსა და მათგან მიღებულ მზა ნაწარმზე (დანართი №11);
ი) საქართველოდან ექსპორტირებულ თაფლსა და მეფუტკრეობის პროდუქციაზე (დანართი №12);
კ) საქართველოდან ექსპორტირებულ სასურსათო კვერცხსა და კვერცხის ფხვნილზე (დანართი №13);
ლ) საქართველოდან ისრაელის სახელმწიფოში ექსპორტირებულ საკლავ დაკოდილ ცხვარზე (დანართი №14).“.
2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 73 პუნქტი:
„73. საქართველოდან ისრაელის სახელმწიფოში ექსპორტირებული საკლავი დაკოდილი ცხვრის ექსპორტისათვის განკუთვნილი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება;
ბ) კერძო ვეტერინარი ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი;
გ) ცხოველთა დაავადებების გამოკვლევის შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნა და პარაზიტებზე დამუშავების აქტი (ექტო და ენდოპარაზიტები);
დ) სატრანსპორტო საშუალების დეზინფექციის აქტი.
ე) კარანტინის პერიოდში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფლებამოსილი მოხელის მიერ დაკარანტირებული ცხოველების პერიოდულად დათვალიერების აქტი.“.
3. ბრძანებას დაემატოს №14 დანართი თანდართული რედაქციით.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
დანართი №14
საქართველო
G E O R G I A
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MINISTRY OF AGRICULTURE
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური
Food Safety, Veterinary and Plant Protection National Servise
ვეტერინარული სერტიფიკატი
VETERINARY CERTIFICATE
# 000000
საქართველოდან ისრაელში ექსპორტირებულ
საკლავ დაკოდილ ცხვარზე
Veterinary Health Certificate to accompany castrated Sheep for fattening from Georgia to Israel
1. ცხოველთა იდენტიფიკაცია
Identification of the animal(s)
| ოფიციალური ყურის ნიშანი Official earmark | სახეობა Breed | ასაკი Age |
|
|
|
|
2. ცხოველთა წარმოშობა
Origin of the animal(s)
Eeქსპორტიორის სახელი და მისამართი:
Name and address of exporter:______________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
ცხოველთა წარმომავლობის ადგილი:
Place of origin of the animal(s): _____________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________________
3. ცხოველთა დანიშნულების ადგილი
Destination of the animal(s)
მიმღების სახელი და მისამართი:
Name and address of consignee: ______________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________________
tრანსპორტის სახეობა და იდენტიფიკაცია:
Nature and identification of means of transport: ________________________________________________________
_________________________________________________________________________________________________
4. დეკლარაცია
Declaration
მე, ქვემოთ ხელის მომწერი ვეტერინარი ექიმი, ვადასტურებ, რომ:
I, the undersigned, Official Veterinarian, hereby certify that:
1. საქართველო ოფიციალურად თავისუფალია თურქულის, თხის კონტაგიოზური პლევროპნევმონიის, ყვავილისა და წვრილფეხა პირუტყვის ჭირისგან.
Georgia is officially free from foot and mouth disease (FMD), contagious caprine pleuropneumonia (CCPP), Sheep pox and Peste des Petits Ruminants (PPR).
2. საექსპორტო ცხვარი დაბადებულია და გაზრდილია საქართველოში.
The sheep for export were born and raised in Georgia.
3. ცხვრის სადგომებში ბოლო 10 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა სკრეპი, ღრუბლისებური ენცეფალოპათია, ცხვრის ფილტვის ადენომატოზი და ცხvრის ადენოკარცინომა.
Scrapie, Sheep Pulmonary Adenomatosis and Nasal Adenocarcinoma have not been reported on the premises of origin for the past 10 years.
4. საქართველოდან გასაყვანი ცხვარი იმყოფებოდა ბლუტანგისაგან თავისუფალ ზონაში და აკაბენის ვირუსისგან თავისუფალ ტერიტორიაზე, ექსპორტამდე არანაკლებ 60 დღის განმავლობაში.
The sheep for export were kept in the Georgia bluetongue virus free zone, and territory that has been free from Akabane virus, for 60 days immediately prior to export.
5. საექსპორტო ცხვარი გამოდის ფარებიდან, სადაც კლინიკური an/და სხვა ნიშნებით ბოლო 36 თვის განმავლობაში არ დაფიქსირებულა შემდეგი დაავადებები: ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, პარატუბერკულოზი, ჩლიქის სიდამპლე, ცოფი, აუესკის დაავადება, სალმონელა აბორტუს ოვისი, მაედი-ვისნა და კონტაგიოზური აგალაქტია.
The sheep for export originate from flocks in which no clinical and/or other evidence of the following diseases has been detected during the past 36 months: brucellosis, tuberculosis, paratubarculosis, footrot, rabies, Aujeszky's disease, Salmonella abortusovis, Maedi-visna, and contagious agalactia.
6. NSP-ის აღმოსაჩენი ტესტით ყველა ცხვარი უარყოფითად მორეაგირეა თურქულის დააvaდებაზე.
All the sheep have been found negative to FMD in a NSP test.
7. ექსპორტამდე არანაკლებ ბოლო 6 თვისა ცხვარი იმყოფებოდა კერძო საკუთრებაში (ან იზილირებულ სადგომში).
The sheep for export have been on the property of origin (or in isolation facilities) for at least the previous 6 months.
8. ბოლო 6 თვის განმავლობაში სადგომზე არ გავრცელებულა არანაირი ვეტერინარული შეზღუდვა.
The property of origin has not been subject to any veterinary restrictions during the past 6 months.
9.ცხვარი გამოდის ფარიდან, რომელიც შეესაბამება ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს.
The sheep to be exported originate only from flocks which comply with the requirements mentioned in paragraph B of this document.
10. ცხვრის დაკარანტინება განხორციელდა ცხოველთა სადგომში ექსპორტამდე არანაკლებ 8 დღის განმავლობაში; აღნიშნული დროის განმავლობაში რაიმე გადამდები ან ინფექციური დაავადება არ გამოვლენილა.
The sheep for export were held in isolation for at least 8 days prior to export, and within this period did not exhibit any signs or symptoms of contagious or infectious disease.
11. საექსპორტო ცხვარი დამუშავდა ექტო და ენდოპარაზიტებზე საქართველოში დარეგისტრირებული პრეპარატებით ინსტრუქციის შესაბამისად ექსპორტამდე არა უმეტეს 14 დღით ადრე.
The sheep for export were treated with a registered product(s) for external and internal parasites, according to the manufacturer's instructions, within 14 days prior to export – State product(s) used and date of application.
12. ტრანსპორტირებამდე 48 საათით ადრე ....................... ცხვარს ჩაუტარდა დათვალიერება და რომელიმე დაავადების კლინიკური ნიშანი არ გამოუმჟღავნებიათ.
On (date) ................................, within 48 hours of shipment, the said sheep were clinically examined and were found healthy and free from any clinical signs or symptoms of disease including scabby mouth (orf).
13. თვითმფრინავამდე ან/და გემამდე ცხვრის გადასაყვანი სატრანსპორტო საშუალებები დათვალიერდა, გაიწმინდა და ჩაუტარდა დეზინფექცია საქართველოში დარეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალებებით.
The vehicles, in which the said animals are to be transported from the isolation premises to the aircraft or vessel, and the containers to be used in the aircraft or vessel, have been cleansed and disinfected with a registered disinfectant.
სერტიფიკატი გასცა:
Veterinary certif icate is used by:_______________________________________________________________________
(სერტიფიკატის გამცემი ვეტერინარი ექიმის თანამდებობის სრული დასახელება,
სახელი, გვარი.)
name, surname and title of state veterinary inspector
თარიღი:
Date: ________________________________
ხელმოწერა:
Signature: ____________________________
ადგილი:
Place: ________________________________
ბეჭედი:
Official Seal:
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები