დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 თებერვლის №35 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 193 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 134, 19/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240000.22.027.016019 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №193
2010 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 თებერვლის №35 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 თებერვლის №35 ბრძანებით (სსმ III, 2010წ., №19, მუხ. 222) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) წინადადებების შემუშავებას საერთაშორისო და ევროპულ სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაციას;
გ) „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის შესრულების კოორდინაციასა და თანამშრომლობის ორგანიზაციას;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე წინადადებების მომზადების კოორდინაციას;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში უცხო სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობას;
ვ) სამინისტროს ურთიერთობების დამყარებას უცხო სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ზ) სხვა სახელმწიფოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევის ორგანიზებას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებითა და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის ან/და უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ წინადადების შემუშავებას;
ი) მინისტრისათვის წინადადებების წარდგენას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებით და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსაგან მისი შუამდგომლობის შესრულებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ;
კ) ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციასთან თანამშრომლობა, მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაციას და წარმომადგენლობის განხორციელებას, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაციას და თანამშრომლობის ორგანიზაციას;
ლ) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში ურთიერთობების დამყარებას და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის გამოთხოვას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან;
მ) სამინისტროს დონორთა და მათ მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიების კოორდინაციას;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას.“.
3. III თავი ამოღებულ იქნეს.
4. მე-9 და მე-13 მუხლები ამოღებულ იქნეს.
5. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დეპარტამენტის მრჩევლები;“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 20 ოქტომბრიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები