დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დ. ხელაიასა და ო. სხვიტარიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 259 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 18/05/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 62, 20/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №259
2009 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
დ. ხელაიასა და ო. სხვიტარიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამმართველოს უფროსს დემნა ხელაიასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის მცენარეთა კარანტინის სამმართველოს უფროსს ოთარ სხვიტარიძეს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფიტოსანიტარიული კარანტინისა და მცენარეთა დაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები