დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დასაფუძნებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 233 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 11/05/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 57, 11/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.050.000.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №233
2009 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დასაფუძნებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში სამოქალაქო ინსტიტუციონალური რეფორმების განსახორციელებლად, რეფორმირებისა და განვითარების პროცესში სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო სექტორის როლის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით:
1. დაევალოს საქართველოს მთავრობას სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნება.
2. საქართველოს მთავრობამ ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნება უზრუნველყოს ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან უმოკლეს ვადაში.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები