დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 315 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 134, 19/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.016046 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №315
2010 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №99, მუხლი 849) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ს“ და ,,ტ“ ქვეპუნქტები:
,,ს) მდგრადი განვითარების დეპარტამენტი;
ტ) კოორდინაციის სამსახური.“.
2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ს“ და ,,ტ“ ქვეპუნქტები:
,,ს) მდგრადი განვითარების დეპარტამენტი – მდგრადი განვითარების სტრატეგიის მომზადება და მისი ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის შემუშავება; მსოფლიო გლობალური გამოწვევების წინაშე ქვეყნის მზადყოფნის უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა, მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ინოვაციური პროექტების მიღება, დამუშავება და ანალიზი, მათი რეალიზაციის აუცილებლობისა და განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ შესაბამისი წინადადებების წარდგენა საქართველოს მთავრობისათვის; ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალისა და რესურსების გამოვლენის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიმართულებით; ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება და მისი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად კომპეტენციის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესსექტორთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან;
ტ) კოორდინაციის სამსახური – სახელმწიფო დაწესებულებებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ბიზნესსექტორს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და სამინისტროს შორის ორგანიზებული, ეფექტური და კოორდინირებული კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო სექტორის, ბიზნესის სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინიციატივების შეფასება; წინადადებების მომზადება სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების წინაშე დასმული ამოცანების შესრულების ხელშეწყობის მიზნით; სამინისტროს წინაშე დასმული ამოცანებისა და საკითხების შესწავლასა და განხილვაში მონაწილეობა.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები