დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 230 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/05/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 07/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.010.000.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №230
2009 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
�საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, �საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის �ლ� ქვეპუნქტი;
ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის �გ.ვ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�გ.ვ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციებია:
გ.ვ.ა) სამინისტროს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
გ.ვ.ბ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზი პოლიტიკურ-სტრატეგიული, საფინანსო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით.�;
გ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის �ლ� ქვეპუნქტი.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 20 მაისიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები