დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ს. სისაურის, მ. ვაწაძისა და გ. ბოკუჩავასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 227 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/05/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 07/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №227
2009 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
ს. სისაურის, მ. ვაწაძისა და გ. ბოკუჩავასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს სულხან სისაურს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს მამუკა ვაწაძესა და საქართველოს რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსს გიორგი ბოკუჩავას უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმის ტექსტის მიღების მიზნით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილისა და ი. დავითაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 22 ივნისის №375 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები