დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 218 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 02/05/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 54, 05/05/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.120.000.08 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №218
2009 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებით (სსმ III, №88, 2006 წ., მუხ. 1168) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის „გ“ და „ტ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ვიზის მოქმედების ვადა – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს, ამ ბრძანებულებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის და ყოფნის უფლება;“;
„ტ) ვიზის გამცემი ორგანო – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და/ან საკონსულო დაწესებულება, აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო;“.
2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ორდინალური ვიზა გაიცემა 360 დღით. სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში გაცემულ ორდინალურ ვიზაში, გამონაკლის შემთხვევაში, საქართველოში ყოფნის ვადად შეიძლება განისაზღვროს არა უმეტეს 90 დღისა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები