"საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ" კონვენციის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

  • Word
"საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ" კონვენციის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 834
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 15/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 134, 19/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 480420000.08.002.016032
  • Word
834
15/10/2010
სსმ, 134, 19/10/2010
480420000.08.002.016032
"საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ" კონვენციის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №834

2010 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ” კონვენციის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

 „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ” 1999 წლის 28 მაისის მონრეალის კონვენცია.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) შეატყობინოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (დეპოზიტარს) ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული კონვენციის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ;

ბ) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული კონვენციის დამტკიცების თაობაზე.

მ. სააკაშვილი