დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ" კონვენციის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 834 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 15/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 134, 19/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480420000.08.002.016032 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №834
2010 წლის 15 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ” კონვენციის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ” 1999 წლის 28 მაისის მონრეალის კონვენცია.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) შეატყობინოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (დეპოზიტარს) ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული კონვენციის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ;
ბ) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული კონვენციის დამტკიცების თაობაზე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები