დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისის დებულებისა და ნოტარიუსტა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 190 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/10/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 134, 19/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 170050000.22.027.016016 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №190
2010 წლის 18 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიცის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიცის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებით (სსმ III, 31. 03. 2010 წ., №33, მუხ. 517) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირები
1. გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს.
2. გამოცდაზე არ დაიშვება პირი, რომლის ასაკი აღემატება ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრულ ასაკს.”.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დოკუმენტის კომენტარები