დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის "კაპიტალ კრედიტი" რეგისტრაციაზე უარის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 952 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 15/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 77, 22/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №952
2010 წლის 15 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის „კაპიტალ კრედიტი“ რეგისტრაციაზე უარის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 12 სექტემბრის №248 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 ივლისის №99/01 ბრძანების საფუძველზე:
1. უარი ეთქვას შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კაპიტალ კრედიტს“ რეგისტრაციაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 12 სექტემბრის №248 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის გამო.
2. აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
არასაბანკო დაწესებულებების
ზედამხედველობის დეპარტამენტის
უფროსი მ. ციციშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები