„წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 158
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 31/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 400.010.010.08.
  • Word
158
31/03/2009
სსმ, 40, 31/03/2009
400.010.010.08.
„წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №158

2009 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №79, მუხ. 855) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების (24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის) და ენერგოსექტორის დარეგულირების პროცესის ხელშეწყობის, აღნიშნულ სფეროებში პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი უწყებების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შეიქმნას წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისია (შემდეგში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ზურაბ ადეიშვილი  –  საქართველოს იუსტიციის მინისტრი

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ჯამბულ ბაკურაძე       – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი

ლაშა გოცირიძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

მარიამ ვალიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე

სულხან ზუმბურიძე – შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველი, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე

დავით კობერიძე – მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახურის) მრჩეველი, კომისიის მდივანი

ვახტანგ ლეჟავა –           მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახურის) უფროსი

ლაშა ჟვანია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი

გურამ ჩალაგაშვილი – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ხაჩიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

ზურაბ ჯანჯღავა         – შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი.“.

2. ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეიძლება ეთხოვოთ სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს.“.

3. ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოში წყლის რესურსების დაცვისა და რაციონალურად გამოყენების სამთავრობო საკონსულტაციო საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №89 განკარგულება.“.

4. ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი:

„52. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას ძალადაკარგულად გამოაცხადოს:

ა) „საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 აგვისტოს №416 განკარგულება;

ბ) „საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილება;

გ) „საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 თებერვლის №30 დადგენილება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი