დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 157 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 31/03/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.110.000.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №157
2009 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №59, მუხ. 508) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას, განადგურებას, განაწილებასა და/ან რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინის-ტროს მომსახურების სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) მეშვეობით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ამ დებულებით გათვალისწინებული ქონება შესაბამისი აქტის საფუძველზე გადაეცემა სააგენტოს.“.
2. მე-3 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის უზრუნველსაყოფად სააგენტო აწარმოებს სპეციალურ რეესტრს.
7. ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო (პირი) ჩამორთმეული ქონების შესახებ შეტყობინებას უგზავნის სააგენტოს სპეციალურ რეესტრში მოქცევის მიზნით.“.
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი გადაეცემა ქონების მფლობელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მეორე რჩება ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს, ხოლო მესამე დაუყოვნებლივ ეგზავნება ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის უფლებამოსილ ორგანოს. ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ოქმის მესამე ეგზემპლარი ეგზავნება სააგენტოს.“.
4. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონელი ინახება სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სათავსოში ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო საწყობში ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში.“.
5. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოს მიერ ქონების რეალიზაციის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 აპრილიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები