დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 44, 28/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.124.016010 |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2010 წლის 15 ოქტომბერი
ქ. ბაღდათი
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №21 დადგენილებაში (სსმ V, 02.09.2010წ., №20, მუხლი 556) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილებას დაემატოს პრეამბულა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად“.
2. დებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „თვითმმართველი ერთეულის სტრუქტურული ერთეული“ შეიცვალოს სიტყვებით „გამგეობის სტრუქტურული ერთეულით“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულო საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით“.
4. დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტში ამოღებულ იქნეს სიტყვა „გამგეობა“.
5. დებულების მე-3 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამსახურის სტრუქტურას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. რობაქიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები