დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს №147 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 174 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/10/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 118, 10/10/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.030.000.10.003.000.308 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №174
2005 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს №147 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის საფუძველზე:
1. „2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს №147 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №100, მუხლი 1123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) დადგენილების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ თითოეულ კატეგორიაში შესაბამისი რაოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემა, დარჩენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით მიეცეთ სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, რომელთაც არ დაუმთავრებიათ აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები.“;
ბ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 8.
1. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტები შეიძლება განაწილდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ადმინისტრაციული აქტით დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში.
2. პირი უფლებამოსილია, სოციალური პროგრამის ფარლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნით მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ათი დღისა. განცხადებას თან უნდა დაერთოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები“.
2. ამ დადგენილების 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განცხადების წარდგენის ვადად განისაზღვროს დადგენილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანესი ათი დღე.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები