"ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 44, 28/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 20/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016004
  • Word
29
15/10/2010
სსმ, 44, 28/10/2010
010250050.35.124.016004
"ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება 29

2010 წლი15 ოქტომბერი

. ბაღდათი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ“  ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს 11 დადგენილებაში ცვლილებების  და დამატებების შეტანის თაობაზე 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

    მუხლი 1

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ“  ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს 11 დადგენილებაში (სსმ V, 02.09.2010 წ.,  20, მუხლი  544 ) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილებას დაემატოს პრამბულა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მეორე პუნქტის  შესაბამისად“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ თავების ნმერაციის ნაცვლად არაბული ციფრებისა აღინიშნოს რომაული ციფრებით.

3. დადგენილების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტში შეტანილ იქნს ცვლილებები და  იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით ასრულებს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურულ ერთეულის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                      გ. რობაქიძე