„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის № 119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის № 119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 153
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 31/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.08.
  • Word
153
31/03/2009
სსმ, 40, 31/03/2009
120.010.000.08.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის № 119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №153

2009 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.გ) პროტოკოლის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი და მაღალი რანგის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების, სამინისტროს მიერ გასამართი ღონისძიებების (სემინარები, კონფერენციები, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი) ორგანიზაციული უზრუნველყოფა.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი