„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

  • Word
„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 152
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 30/03/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.08.
  • Word
152
27/03/2009
სსმ, 39, 30/03/2009
010.120.000.08.
„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №152

2009 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., № 88, მუხ. 1168) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელები შემოდიან საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტებიდან, თუ აქვთ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტები და საქართველოში ყოფნის ნებართვა (გარდა ამ დებულების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.“;

ბ) მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ორგანიზებული ტურისტული მოგზაურობის მიზნით საქართველოში შემოსვლისას სარგებლობენ საქართველოში შემოსვლის გამარტივებული რეჟიმით. საქართველოში შემოსვლის გამარტივებული რეჟიმით სარგებლობისათვის ტურისტული სააგენტოები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აფორმებენ შეთანხმებას ორგანიზებული ტურისტული მოგზაურობის შესახებ. შეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი ტურისტული სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 3 დღით ადრე უგზავნის შეტყობინებას დაგეგმილი ტურისტული მოგზაურობის თაობაზე, საქართველოში შემოსვლის მსურველ პირთა ვინაობის მითითებით, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებთან ერთად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აღნიშნულ დოკუმენტაციას მიღებიდან 1 დღის ვადაში უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებიც სასაზღვრო კონტროლის განხორციელებისას უზრუნველყოფენ აღნიშნულ პირთა საქართველოში შემოსვლას მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. საქართველოში ასეთი შემოსვლა არ უნდა ხორციელდებოდეს ტრანზიტული მიზნით და საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ეს ბრძანებულება ძალაშია ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში.

მ. სააკაშვილი