„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 151
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 30/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.08.
  • Word
151
26/03/2009
სსმ, 39, 30/03/2009
120.010.000.08.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №151

2009 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) თავდაცვის ატაშეებისა და სამოქალაქო წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო).“;

ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) თავდაცვის ატაშეებისა და სამოქალაქო წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო):

ნ.ა) კოორდინაციას უწევს თავდაცვის ატაშეებისა და სამოქალაქო წარმომადგენლების (მათი აპარატების) საქმიანობას, ხელს უწყობს მათი შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფას;

ნ.ბ) თავდაცვის ატაშეებისა და სამოქალაქო წარმომადგენლების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს და წარუდგენს მინისტრს.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი