დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის №136 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 148 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 38, 27/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.08. |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №148
2009 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის №136 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის №136 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007 წ., №25, მუხ. 305) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი;
ბ) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების შერჩევისას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია:
ა) ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები;
ბ) ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ პირებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად სწავლის პერიოდში დაუნიშნოს სახელმწიფო სტიპენდია;
გ) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში უზრუნველყოს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პროფესიული გადამზადება და სწავლის პერიოდში სამხედრო შეკრებების გავლა;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაადგინოს სხვა პრივილეგიები და შეღავათები.“;
გ) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-3 პუნქტი.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები