“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 173
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/09/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 117, 07/10/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 16/11/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.307
  • Word
173
30/09/2005
სსმ, 117, 07/10/2005
010.240.030.10.003.000.307
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №173

2005 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის  2004  წლის 25 ივნისის №53 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (საქართველოს  საკანონმდებლო  მაცნე III, 2004 წელი, №65, მუხლი 570) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-7 მუხლის ,,უ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი;”;

ბ) დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) თანამშრომლობა ევროკავშირის ინსტიტუტებთან (ევროკომისია, ევროპარლამენტი და სხვ.);”;

გ) დებულების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტი

1. საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა საქართველოს საგარეო ურთიერ­თობათა საერთაშორისო-სამართლებრივი უზრუნველყოფა.

2.  დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთა­შორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთა­შორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობა;

გ) საქართველოს სხვადასხვა უწყების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;

დ) აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებიდან და სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების საერთო ზედამხედველობა, ანალიზი, მონიტორინგი და კონტროლი, მათი აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დედნების დაცვა-შენახვა;

ე) საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის თაობაზე წინადადებათა მომზადება და საქართველოს შესაბამის უწყებებში წარდგენა;

ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, ტექსტების შემუშავების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების მიზნით გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება აუცილებელი წესით ან/და ამგვარი საკითხების შესახებ მოლაპარაკების გამართვა;

ზ) ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგენა საერთაშორისო ორგანიზაციებში;”.

დ) დებულების 251 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 251. საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი

1. საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უშუალოდ წარმართავს მუშაობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით და ამ მხრივ უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდა­ციებით შესაბამის გადაწყვეტილებათა მისაღებად.

2. საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან არსებულ საქარ­თველოს წარმომადგენლობებსა და მისიებთან, აგრეთვე საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებსა და მისიებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა;

ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობის კოორდინირება საერთაშორისო ორგანიზა­ციებთან, საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო სრულყოფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განსა­ხორციელებლად სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

გ) საქართველოს ძირითადი პოლიტიკური პრიორიტეტებიდან, გაეროსა და ეუთოსთან ურთიერთობის საკვანძო მიმართულე­ბებიდან გამომდინარე აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტების  გადაჭრასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე მუშაობა და ამ მიმართულებით სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;

დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების კონტროლის განხორციელება და საწევროების გადაუხდელობის გამო წარმოშობილ დავალიანებათა დაფარვისათვის ხელ­შეწყობა. ამ მიზნით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;

ე) საზღვარგარეთის ქვეყნების მომართვის საფუძველზე სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან შეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ მხარდასა­ჭერი კანდიდატურების  რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) ევროპის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკის წარმართვის საკითხების შესახებ რეკომენდაციათა შემუშავება;

ზ) საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამ­შრომლობის ყოველწლიური პროგრამების შემუშავება და ამ პროცესის ზედამხედველობა;

თ) ევროპის საბჭოს ჩარჩოებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების საერთო ზედამხედველობა და მათ შესასრულებლად საქართველოს სამინისტრო­ებისა და უწყებების საქმიანობის კოორდინაცია;”.

ე) დებულების 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართვე­ლოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, არიან:

ა) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუს­სა და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახური ,,დიპლომატი”;

ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო;

გ) საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი;

დ)  საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ.”.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებები განახორციელოს ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში.

3. დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

4.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                          ზ. ნოღაიდელი