დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 132 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 18/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 19/03/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №132
2009 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №60, მუხ. 516) პირველი პუნქტით დამტკიცებული კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს გიორგი ცაგარეიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას შეწყალების საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ელენე თევდორაძე – რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი არსენიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
დავით აფრასიძე – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე
ჩიორა თაქთაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
ლაშა ბუღაძე – დრამატურგი
რომან მარსაგიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
ნინო კალანდაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
მურთაზ ზოდელავა – საქართველოს პარლამენტის წევრი
მარიკა ვერულაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
ზურაბ კიკნაძე – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფილოლოგი
ნიკოლოზ რურუა – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მამუკა ფაჩუაშვილი – გაზეთ „24 საათის“ მთავარი რედაქტორი
ბეჟან ხურციძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
გივი შაჰნაზარი – მწერალი
აკაკი მინაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები