დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 107 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 11/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 17/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.010.000.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №107
2009 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) ამოღებულ იქნეს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი;
ბ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი;
გ) დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „გ.ვ)1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„გ.ვ)1 უსაფრთხოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სპეციალური საშუალებებისა და სპეციალიზებული დანაყოფების გამოყენებით ოპერატიულ-ტექნიკური და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, უსაფრთხოების წესების შემუშავება და ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება;”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები