„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 11/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 12/03/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.
  • Word
106
11/03/2009
სსმ, 28, 12/03/2009
140.010.000.08.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №106

2009 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004წ., №152, მუხ. 1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:

„ქ) საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველო.“;

ბ) 21-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, წინასწარი გამოძიების მიზნით დსთ-ის ქვეყნებთან საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ფარგლებში თანამშრომლობა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ დაწესებულებებთან საქმიანობის წარმართვა და სამინისტროს თანამშრომელთა უფლებების დაცვა; საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება;“;

გ) 21-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:

„ქ) დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანზაციებთან ურთიერთობის დამყარება და სტრატეგიული პროექტების განხორციელება (ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა).“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 აპრილიდან.

მ. სააკაშვილი