დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მოსახლეობისა და საცხოვრისების 2010 წლის საყოველთაო აღწერის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 96 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 09/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 10/03/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №96
2009 წლის 9 მარტი
ქ. თბილისი
„ საქართველოს მოსახლეობისა და საცხოვრისების 2010 წლის საყოველთაო აღწერის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მოსახლეობისა და საცხოვრისების 2010 წლის საყოველთაო აღწერის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 იანვრის №81 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №11, მუხ. 122) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას საორგანიზაციო სახელმწიფო კომისია (შემდეგში _ კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ნიკა გილაური _ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
კახა ბაინდურაშვილი _ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ლაშა ჟვანია _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ზურაბ ადეიშვილი _ საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ირინა ბადურაშვილი _ მოსახლეობის კვლევის ცენტრის დირექტორი
იულონ გაგოშიძე _ სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში
ნიკა გვარამია _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
გრიგოლ ვაშაძე _ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
გიორგი ვაშაძე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე
ალექსანდრე კვიტაშვილი _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
როზა კუხალაშვილი _ აფხაზეთის ა/რ ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის სამმართველოს უფროსი
ივანე მერაბიშვილი _ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ვასილ სიხარულიძე _ საქართველოს თავდაცვის მინისტრი
კობა სუბელიანი _ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
დავით ტყეშელაშვილი _ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი
გიგი უგულავა _ ქ. თბილისის მერი
გრიგოლ ფანცულაია _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე
ლევან ყუბანეიშვილი _ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი
პაატა შავიშვილი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის სამმართველოს უფროსი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი
დიმიტრი შაშკინი _ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
სერგო წიქარიშვილი _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
გიორგი ხაჩიძე _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მერაბ ხიმშიაშვილი _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე
ეკატერინე ჯოჯიშვილი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები