დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოების მოსამსახურეთა სპეციალური ფორმის ტანსაცმლის აღწერილობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 ოქტომბრის №595 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 04/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 05/03/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №83
2009 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოების მოსამსახურეთა სპეციალური ფორმის ტანსაცმლის აღწერილობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 ოქტომბრის №595 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოების მოსამსახურეთა სპეციალური ფორმის ტანსაცმლის აღწერილობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 ოქტომბრის №595 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., №151, მუხ. 1667) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოების მოსამსახურეთა სპეციალური ფორმის ტანსაცმლის აღწერილობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) პლანშეტი №9 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით;
ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული პლანშეტი №9-ის შემდეგ დაემატოს პლანშეტები №9A, №9B და №9C თანდართული სახით.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი

| 1. საბაჟო ორგანოების საბაჟო კონტროლის განმახორციელებელ მოსამსახურეთა სამკლაურის ემბლემა – სტილიზებულ ფარზე შავ ველზე ოქროსფრად (ყვითელი ფერით) გამოსახულია სამსახურის ემბლემა და შესაბამისი ქართულ-ინგლისური წარწერები. 2. საბაჟო ორგანოების საბაჟო კონტროლის განმახორციელებელ მოსამსახურეთა ჟეტონი – სტილიზებულ ოქროსფერ ვარსკვლავზე შავ ველზე ოქროსფრად (ყვითელი ფერით) გამოსახულია სამსახურის ემბლემა და შესაბამისი ქართულ-ინგლისური წარწერები. 3. სამკერდე განმასხვავებელ ნიშანზე შავ ველზე ოქროსფრად (ყვითელი ფერით) გამოსახულია მოსამსახურის ინიციალი და გვარი. (გამოსახული ინიციალი და გვარი არის პირობითი)
|
პლანშეტი №9
წოდების აღმნიშვნელი შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
1
2 
3
| 1. საბაჟო ორგანოების სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელ მოსამსახურეთა სამკლაურის ემბლემა – სტილიზებულ ფარზე მუქ ლურჯ ველზე ოქროსფრად (ყვითელი ფერით) გამოსახულია სამსახურის ემბლემა და შესაბამისი ქართულ-ინგლისური წარწერები. 2. საბაჟო ორგანოების სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელ მოსამსახურეთა ჟეტონი – სტილიზებულ ოქროსფერ ვარსკვლავზე მუქ ლურჯ ველზე ოქროსფრად (ყვითელი ფერით) გამოსახულია სამსახურის ემბლემა და შესაბამისი ქართულ-ინგლისური წარწერები. 3. სამკერდე განმასხვავებელ ნიშანზე მუქ ლურჯ ველზე ოქროსფრად (ყვითელი ფერით) გამოსახულია მოსამსახურის ინიციალი და გვარი. (გამოსახული ინიციალი და გვარი არის პირობითი)
|
პლანშეტი №9A
წოდების აღმნიშვნელი შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
1


| 1. საბაჟო ორგანოების სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელ მოსამსახურეთა სამკლაურის ემბლემა – სტილიზებულ ფარზე მუქ მწვანე ველზე ოქროსფრად (ყვითელი ფერით) გამოსახულია სამსახურის ემბლემა და შესაბამისი ქართულ-ინგლისური წარწერები. 2. საბაჟო ორგანოების სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელ მოსამსახურეთა ჟეტონი – სტილიზებულ ოქროსფერ ვარსკვლავზე მუქი მწვანე ველზე ოქროსფრად (ყვითელი ფერით) გამოსახულია სამსახურის ემბლემა და შესაბამისი ქართულ-ინგლისური წარწერები. 3. სამკერდე განმასხვავებელ ნიშანზე მუქ მწვანე ველზე ოქროსფრად (ყვითელი ფერით) გამოსახულია მოსამსახურის ინიციალი და გვარი. (გამოსახული ინიციალი და გვარი არის პირობითი)
|
პლანშეტი №9B
წოდების აღმნიშვნელი შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
1


| 1. საბაჟო ორგანოების სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელ მოსამსახურეთა სამკლაურის ემბლემა – სტილიზებულ ფარზე მეწამულ ველზე ოქროსფრად (ყვითელი ფერით) გამოსახულია სამსახურის ემბლემა და შესაბამისი ქართულ-ინგლისური წარწერები. 2. საბაჟო ორგანოების სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელ მოსამსახურეთა ჟეტონი – სტილიზებულ ოქროსფერ ვარსკვლავზე მეწამულ ველზე ოქროსფრად (ყვითელი ფერით) გამოსახულია სამსახურის ემბლემა და შესაბამისი ქართულ-ინგლისური წარწერები. 3. სამკერდე განმასხვავებელ ნიშანზე მეწამულ ველზე ოქროსფრად (ყვითელი ფერით) გამოსახულია მოსამსახურის ინიციალი და გვარი. (გამოსახული ინიციალი და გვარი არის პირობითი)
|
პლანშეტი №9C
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები