,,ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის შესახებ”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 170
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/09/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 114, 28/09/2005
სარეგისტრაციო კოდი 410.060.000.10.003.000.304
  • Word
170
23/09/2005
სსმ, 114, 28/09/2005
410.060.000.10.003.000.304
,,ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის შესახებ”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №170

2005 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე შეტანილ იქნეს დამატება „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2005 წ., №94, მუხ. 1070) და მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენ-ზიის მაძიებელი ვალდებულია გადაიხადოს ბე. ბეს ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდისა და უკან დაბრუნების წესს ადგენს მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით”.

2. საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გასაცემი ლიცენზიებისა და ნებართვების მოსაკრებლის ოდენობები განისაზღვროს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი შინაარსის სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების ოდენობის მიხედვით.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი