გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ

  • Word
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/11161-2010
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 06/10/2010
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 19/10/2010
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/11161-2010
06/10/2010
სსმ, 76, 19/10/2010
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შპს ,,ბონუსისმიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების

წარმოებაში მიღების თაობაზე

2010 წლის 6 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

 

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით:

1. შპს ,,ბონუსისდირექტორის ირაკლი მუსკას განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნ სასამართლოს წარმოებაში და შპს ,,ბონუსისმიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმე.

2. შპს ,,ბონუსისმეურვედ დაინიშნოს ჯუმბერ ქართველიშვილიუმაღლესი იურიდიული განათლებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით (/ 61006012500; მცხოვრები ხელვაჩაური, სოფელი კაპანდიები).

3. აეკრძალოს შპს ,,ბონუსს“ ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა.

4. შეჩერდეს იძულებითი აღსრულება შპს ,,ბონუსისმიმართ.

5. აიკრძალოს გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადო /საბაჟო) დარიცხვა/გადახდა.

6. განემარტოს კრედიტორებს, რომ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში სასამართლოს უნდა წარმოუდგინონ გაკოტრების მმართველის კანდიდატურები და მათ შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების ფარგლები.

7. მოწვეული იქნეს შპს ,,ბონუსისკრედიტორთა კრება 2010 წლის 10 ნოემბერს, 12:00 საათზე.

8. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. 11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი 5).

  კრებაზე განხილული იქნს შემდეგი საკითხები:

   ა) მეურვის ანგარიშის მოსმენა მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობის და ვალებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ;

   ბ) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის შედგენა;

   გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

9. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ და სასამართლო დაფაზე.

10. კრედიტორს ან მოვალეს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს მოტივირებული და არგუმენტირებული შუამდგომლობით მეურვის აცილების შესახებ.

11. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემის მომენტიდან 5 დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. 11).

 

         მოსამართლე                                 გოჩა აბუსერიძე