დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 314 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს. ჩაჩავას სხ. ინსტიტუტი |
| მიღების თარიღი | 12/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 76, 19/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოება ,,კვ ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის” რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
სს ,,კვ ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის” დირექტორატი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერებს რიგგარეშე კრებაზე, რომელიც გაიმართება 2010 წლის 26 ნოემბერს, პარასკევს, 17 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №38.
დღის წესრიგი:
1. საზოგადოების საფირმო სახელწოდების შეცვლა;
2. საზოგადოების ახალი წესდების მიღება;
3. სხვადასხვა.
კრებაზე მოწვეულნი არიან ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი 2010 წლის 13 ოქტომბრის 18 საათის მდგომარეობით რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს დამოუკიდებელი რეგისტრატორი ,,ეროვნული რეესტრი”. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ მიმდინარე წლის 11 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირისა და სხვა უქმე დღეების გარდა, 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 41, VI სართული, დამოუკიდებელი რეგისტრატორი ,,ეროვნული რეესტრის” ოფისი.
კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე აქციონერები უფლებამოსილნი არიან ამ განცხადების გაცნობიდან ორი კვირის ვადაში ოფიციალურად მიმართონ გენერალურ დირექტორს დღის წესრიგში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე (საზოგადოების წესდების 9.5 პუნქტი).
სს ,,კვ ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და
მეანობა-გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის”
გენერალური დირექტორი ე. გოცირიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები