დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 04/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 05/03/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/03/2009 - 15/07/2010)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №84
2009 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დაფუძნების შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:
ა) განახორციელოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს სააგენტოს დებულების დამტკიცება და ხელმძღვანელის (წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის) დანიშვნა.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სააგენტოსათვის სათანადო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები