გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხის შესახებ

  • Word
გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2828-06
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 13/10/2010
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 19/10/2010
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/2828-06
13/10/2010
სსმ, 76, 19/10/2010
გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 საქართველოს სახელით

2010 წლის 13 ოქტომბერი            

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძემ განიხილა სს „ქართული ჩაის“ მიმართ წარმოებულ გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს ქართული ჩაის“ გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით მოწვეული იქნ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: გაკოტრების ანგარიშის განხილვა.

2. სს ქართული ჩაის გაკოტრების მმართველს როინ მიგრიაულს დაევალოს, არა უგვიანეს 2010 წლის 22 ოქტომბრისა, სასამართლოს წარუდგინოს სსქართული ჩაის“ გაკოტრების ანგარიში.

3. კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2010 წლის                    29 ოქტომბერი, 15 (თხუთმეტი) საათი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის მე-12 კილომეტრი, 6, სასამართლო სხდომის დარბაზი 22.

4. განჩინების შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 2010 წლის 22 ოქტომბრისა, გაზეთ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც. ბეჭდით ორგანოში განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს სსქართული ჩაის“ გაკოტრების მმართველს როინ მიგრიაულს.

5. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე                    ბ. სისვაძე