დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 13/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 134, 19/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016004 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
დადგენილება №24
2010 წლის 13 ოქტომბერი
ქ. ქუთაისი
„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:
მუხლი 1
„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №24 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წლის 22 სექტემბერი, №140, მუხ. 1384) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. რეგულირების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კალენდარული წლის განმავლობაში შესაბამისი რეგულირებადი საქმიანობიდან მიღებული მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტს;“.
2. დადგენილების დანართი №1-ის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორის ლიცენზიანტების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკოს) მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურის კოეფიციენტები:
| ელექტროენერგეტიკული სექტორი: | |
| წარმოების ლიცენზიანტი | 0.005 |
| გადაცემის ლიცენზიანტი | 0.005 |
| დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი | 0.005 |
| განაწილების ლიცენზიანტი | 0.004 |
| იმპორტიორი | 0.005 |
| ექსპორტიორი | 0.005 |
| ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი | 0.005 |
| მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური | 0.005 |
| ბუნებრივი გაზის სექტორი: | |
| მიმწოდებელი | 0.005 |
| ტრანსპორტირების ლიცენზიანტი | 0.005 |
| განაწილების ლიცენზიანტი | 0.005 |
| წყალმომარაგების სექტორი: | |
| მიმწოდებელი | 0.005 |
“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები