,,გარდამავალ პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის მოწესრიგებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების შესახებ“

  • Word
,,გარდამავალ პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის მოწესრიგებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 23/02/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 25/02/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 11/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.08.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
66
23/02/2009
სსმ, 21, 25/02/2009
010.110.000.08.
,,გარდამავალ პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის მოწესრიგებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/02/2009 - 10/06/2014)

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება 66

2009 წლის 23 თებერვალი

 . თბილისი

გარდამავალ პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა- გადაწყვეტის მოწესრიგებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების შესახებ

,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2008 წლის 19 დეკემბერს შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2009 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტასა და შესაბამისი მასალების საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილების ამოქმედების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების უფლებამოსილი ორგანოების მიერ ზემოხსენებული კანონის ამოქმედებამდე საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე მომზადებული მასალების საბოლოო განხილვა-გადაწყვეტის წესი, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით:

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე (საქართველოს მოქალაქეობის მიღება/მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა და საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები) საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების მიერ წარმოდგენილი მასალების საბოლოო განხილვა-გადაწყვეტა 2009 წლის 1 თებერვლის შემდეგ განხორციელდეს საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების უფლებამოსილი ორგანოების მიერ 2009 წლის 1 თებერვლამდე მიღებული დასკვნა/დადგენილების საფუძველზე.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. სააკაშვილი