,,ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 23/02/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 25/02/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 26/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.08.
  • Word
65
23/02/2009
სსმ, 21, 25/02/2009
010.330.000.08.
,,ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №65

2009 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

„ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის   2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში ცვლილებების    შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებით (სსმ III, 2008 წ., № 96, მუხ. 1055) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიას, 12 წევრის შემადგენლობით, ყოველი საკონკურსო წლის წინა წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“;

ბ) დებულების მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკურსი შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად ცხადდება საკონკურსო წლის იანვარში.

3. საკონკურსო განაცხადების მიღება შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად ხორციელდება საკონკურსო წლის 31 მარტამდე.“;

გ) დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად შეიძლება წარდგენილ იქნეს პირი მისი მოქალაქეობის მიუხედავად. პირი შეიძლება ერთდროულად წარდგენილ იქნეს ორივე პრემიის მოსაპოვებლად.“;

დ) დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 6. კონკურსის შედეგების გამოცხადების წესი

შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის საბოლოო შედეგები და პრემიების ლაურეატთა სიები, რომელთაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნდება საკონკურსო წლის   26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.“;

ე) ამოღებულ იქნეს დებულების მე-7 მუხლი.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი