დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სენეგალის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივი კომუნიკე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 08/12/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 19/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016002 |
საქართველოსა და სენეგალის რესპუბლიკას შორის
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივი კომუნიკე
საქართველოს მთავრობა და სენეგალის რესპუბლიკის მთავრობა;
სურთ რა ხელი შეუწყონ ურთიერთგაგებას და მეგობრობას და განამტკიცონ კავშირები და თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის;
ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და მიზნებით, კერძოდ, მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვა და ხელშეწყობა, სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის, ეროვნული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების მკაცრი დაცვა, ისევე როგორც სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევისაგან თავის შეკავება;
გადაწყვიტეს დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები ელჩების დონეზე წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან, დილომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის, საკონსულო ურთიერთობების შესახებ 1963 წლის 24 აპრილის ვენის კონვენციისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.
რის დასტურადაც, ჩვენ ვაცხადებთ, რომ გვაქვს მიღებული ჩვენი მთავრობებისაგან სრული უფლებამოსილება და ხელს ვაწერთ წინამდებარე კომუნიკეს ორ ეგზემპლარს ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.
შესრულებულია ნიუ-იორკში, 2010 წლის 19 აგვისტოს
| საქართველოს სახელით
მისი უდიდებულესობა ბატონი ალექსანდრე ლომაია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი | სენეგალის რესპუბლიკის სახელით
მისი აღმატებულება ბატონი პოლ ბადჯი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სენეგალის მუდმივი წარმომადგენელი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები