დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აქციონერთა რიგგარეშე კრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."ქუთაისი" |
| მიღების თარიღი | 15/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 76, 19/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „ქუთაისის“ აქციონერთა საერთო რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის და სს „ქუთაისის“ წესდების თანახმად, სს „ქუთაისის“ დირექტორი საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ სს „ქუთაისის“ აქციონერთა საერთო რიგგარეშე კრებაზე, რომელიც გაიმართება 2010 წლის 5 ნოემბერს 12.00 საათზე სს „ქუთაისის“ იურიდიულ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ლადო ასათიანის მე-7 ჩიხი, №7.
სს „ქუთაისის“ კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2010 წლის 7 ოქტომბერი.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. სს ,,ქუთაისის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევა – მომხსენებელი დირექტორი ზაზა ცინცაზე;
2. სს ,,ქუთაისის“ დირექტორის დანიშვნა – მომხსენებლი საზოგადოების იურისტი თეიმურაზ მესხი;
3. სს ,,ქუთაისის“ წესდებაში ცვლილებების შეტანა – მომხსენებლი საზოგადოების იურისტი თეიმურაზ მესხი.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ქუთაისის“ დირექტორატში, ხოლო განმარტების მისაღებად მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სააქციო საზოგადოებაში ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“, მისამართი ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 74ა, მე-7 სართული, ოფისი 714, ტელეფონი 995 25-15-60 ან 22-53-51.
აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობის და აქციათა რეესტრის საფუძველზე.
სს „ქუთაისის“ დირექტორი ზ. ცინცაძე
2010 წლის 23 სექტემბერი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები