დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 25/02/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.08. |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №63
2009 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №88, მუხ. 1166) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ყაზარმული მდგომარეობის დროს (სამსახურის გავლის სპეციფიკიდან გამომდინარე, კვების უზრუნველყოფის პერიოდში) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს უნარჩუნდება სასურსათო ულუფა.“;
ბ) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-14 პუნქტი;
გ) ბრძანებულების 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,21. სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით გრძელვადიანი მივლინებით სხვა სახელმწიფოში წარგზავნილ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურესა და სამოქალაქო პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეძლევათ გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური თანხა. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს აგრეთვე მიეცემა შენახვის (პირველმოწყობის) ხარჯის დასაფარი თანხა, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. ამავდროულად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს უნარჩუნდება შესაბამისი ფულადი სარგო, წელთა ნამსახურობის დანამატი და კვების ულუფა, ხოლო სამოქალაქო პირს – თანამდებობრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი.“;
დ) ბრძანებულების 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,35. ამ ბრძანებულების მე-18 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.“;
ე) ბრძანებულების მე-7 პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში კვების უზრუნველყოფის ნორმების ღირებულების საორიენტაციო მაჩვენებლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კვების უზრუნველყოფის ნორმების ღირებულების საორიენტაციო მაჩვენებლები
| № | ნორმა | საორიენტაციო ღირებულება თვეში (ლარობით) | შენიშვნა |
| 1. | ნორმა №1 | 168.24 |
|
| 2. | ნორმა №2 | 175.0 |
|
| 3. | ნორმა №3 | 195.4 |
|
| 4. | ნორმა №4 |
|
|
| ა) | იჯრა №1 | 15.0 |
|
| ბ) | იჯრა №2 | 130.0 |
|
| გ) | იჯრა №3 | 159.0 |
|
| 5. | ნორმა №5 | 151.0 |
|
| 6. | ნორმა №6 | 70.0 |
|
| 7. | ნორმა №7 | 125 | სპეციფიკის გათვალისწინებით |
| 8. | ნორმა №8 | 70.“. |
|
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები