დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 18/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 19/02/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.08. |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №62
2009 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით (სსმ III, 2008 წ., №161, მუხ. 1623) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.“.
2. მე-14 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი:
„მუხლი 251
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სამინისტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში;
გ) სამინისტროს სისტემის კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ფორმირება-სრულყოფა;
დ) სამინისტროს სისტემაში ლოკალური კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირების ხელშეწყობა და სამინისტროს ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა.“.
მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 23 თებერვლიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები