დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 167 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/09/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 114, 28/09/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.10.0003.000.301 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №167
2005 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №53 დადგენილებაში და დამტკიცდეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის საქართველოს მხარის ახალი შემადგენლობა:
ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნიკა გილაური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
რამაზ გიორგაძე – შპს „საქართველოს რკინიგზის“ კომერციული დირექტორი
ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი
ირაკლი თაქთაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი
ჯემალ ინაიშვილი – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე
დავით ინგოროყვა – საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი
ირაკლი მესხელი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის მე-3 მდივანი
თემურ მიმინოშვილი – სსიპ „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ უფროსი
მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ფრიდონ სურმანიძე – შპს „ბათუმის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის“ უფროსი
გიორგი ღუღუნიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ზურაბ შურღაია – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში
დავით ჩანტლაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე
დავით წიკლაური – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები